კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რიტაც კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4140 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, covid-19 1643 ადამიანმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმშია 5390 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 640-ს აღწევს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი