ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახაიას განცხადებით, მთავრობა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები დაწესდება, ეს იქნება წერტილოვანი და მიზნობრივი შეზღუდვები.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უნდა ადღდგეს სასწავლო პროცესი და “ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ”, თუმცა უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი