დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამის შესახებ NBC News წერს.
თუმცა, ტრამპი აქვე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.
აღნიშნული პოსტის დაწერის შემდეგ, ტრამპი მალევე სხვა პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს „ჩვენ ვიმარჯვებთ“.
„მან მხოლოდ იმ მედიით მოიგო, რომელიც ფეიქ ნიუსებს წერს“, – აცხადებს ტრამპი.
აშშ-ს მედია ადასტურებს, რომ 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. ამ ეტაპზე ხმების დათვლა გრძელდება და საბოლოო შედეგი მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც აშშ-ს საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება.