გალის რაიონში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სამსახურის ხელმძღვანელის ემირ ეზუხბაიას განცხადებით, გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მის მასშტაბებსა და ფართობზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორია დაიწვა. დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება”, – აღნიშნა ეზუხბაიამ.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ცნობისათვის, ოკუპირებული გალის რაიონში ტყის ხანძარი 4 იანვრის დილას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე სახლებსაც მოედო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი