დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რჩევებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

“კერძოდ, ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი. სადღესასწაულო შეკრებაზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს; სადილობისას დაიცავით, სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი