კორონავირუსით ზუგდიდში 1 ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში კორონავირუსით 65 წლის ქალი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 92 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 58 ადამიანი იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს უკვე 3258 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში, 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 498 ადამიანი. სულ დადასტურებულია 26 1018 შემთხვევა. გამოჯანმრთებულია 25 2246 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი