ხაიში-კალას მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, ამავე გზის, კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ასევე, თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზეც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი