ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

“ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი