ენგურის სანაპიროზე მეოთხე ცხედარიც იპოვეს

მდინარე ენგურის სანაპიროზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაციას ნათესავები ავრცელებენ.

მათი თქმით, ცხედარი სოფელ ორსანტიას ტერიტორიაზეა ნანახი.

მეოთხე გარდაცვლილს, რომელიც სავარაუდოდ ადიდებულმა ენგურმა გაიტაცა დილიდან ეძებენ. სამი გარდაცვლილი კი მაშველებმა დილით იპოვეს.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმის გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი