აბაშის მუნიციპიტეტში სახლები დაიტბორა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა, რამაც დამცავი დამბა გაარღვია, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი