საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ზუგდიდის რაიონის (ე.წ. საზღვრისპირა) სოფელ ორსანტიას სტუმრობდა, სადაც ევროკავშრის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტის “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში – ფაზა II” ფარგლებში შეიქმნა სოციალური პროგრამა, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს სწრაფად და კომფორტულად მიიღოს არა მხოლოდ სახელმწიფო სერვისები, არამედ თვითმმართველობების კომპეტენციაში შემავალი მომსახურებებიც.
ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, მალე 35-ე საზოგადოებრივი ცენტრი კახეთში, სოფელ არხილოსკალოში გაიხსნება.