თეა წულუკიანი სტამბოლში მომხდარ აფეთქებებზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაა აუცილებელი.

ათათურქის აეროპორტში წუხელ გვიან ღამით მომხდარ აფეთქებებს იუსტიციის მინისტრი ორსანტიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

“თითოეული ახალი ტერორისტული აქტი გვარწმუნებს კიდევ ერთხელ იმაში, რომ ერთი და ორი ქვეყანა ვერ შეძლებს ამ ძალიან დიდ და თანამედროვე უბედურებასთან ბრძოლას. საერთაშორისო საზოგადოება, ძალოვანი სტრუქტურები უნდა აღიჭურვონ კარგი კანონიბით, შესაბამისი ინსტრუმენტებით და მექანიზმებით, რომ ეს უბედურება ერთად დავამარცხოთ… ვუსამძიმრებ თურქ ხალხს და ყველა იმ ქვეყანას და საზოგადოებას, რომლის წარმომადგენელბიც იქ იმყოფებოდნენ ფრენის მოლოდინში. ვიზიარებ, რა თქმა უნდა, ოჯახების მწუხარებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი