თურქეთში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს, რომელიც უწყების განმარტებით, თურქეთში, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში ამოქმედდა: (+90 541) 818 44 00.

“სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს 22:15 საათზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 10, ხოლო დაშავებული 60-მდე ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი