ნიკა მელიამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია დააანონსა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზუგდიდში აქციას აანონსებს.

“ქართული ოცნება” ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში. იცით რა გააკეთეს და რა იკადრეს ზუგდიდში, როდესაც პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ღამით, ქურდულად აბსოლუტურად მოულოდნელად გამოაცხადეს პირველ ტურში გამარჯვებულად. ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ნაცვლად დღეს გასამართი აქციისა, რომელიც არ გავმართეთ და მიზეზი დავასახელეთ ტრაგედია, რომელიც ბათუმში ტრიალებს, ვთხოვ ზუგდიდელებს, ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს – ხვალ რვა საათზე შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერეტორიასთან. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ყველას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადებასაც გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა და პასუხი, და ყველა დავარწმუნოთ, რომ არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, მაშასადამე ხვალ ველოდებით მთელს ზუგდიდს რვა საათზე”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი