11 ოქტომბერი გლოვის დღედ ცხადდება

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშილი აცხადებს.

მთავრობის მეთაური ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

“ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ იმყოფება 3 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი