სტამბოლში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
როგორც უცხოური პრესა იუწყება, ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.
თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს 22:15 საათზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა.