საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავა. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

„ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი