დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ინფორმაციით, დმანისში სოფელ სამებასთან 3.0 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 12:51 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.