ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, სკოლის კურსდამთავრებულებისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ წარმატებულ კურსდამთავრებულებს საქართველოს ეროვნული ბანკის საიუბილეო მონეტა “საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი” გადასცეს საჩუქრად და წარმატებები უსურვეს.
ახალგაზრდებს გრანდიოზული ფოიერვერკითაც მიულოცეს.