პრემიერი: “რომელიღაც ბიზნესმენმა საგარეჯოში ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს საგარეჯოს რაიონში ჩაბარებული ყურძნის თანხა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მიითვისა

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს საკითხი მოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები ჩართვა დაავალა.

„ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პრობლემა ცნობილია, და საუბარია რამდენიმე სოფლიდან 50 მევენახეზე, ჯამში კი 200 ათას ლარზე მეტ დავალიანებაზე.

„ეს არის სამწუხარო ფაქტი“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ, რომელსაც პრემიერმა სიტყვა გააწყვეტინა და დასძინა, რომ “ფაქტი არა სამწუხარო, რამედ ამაზრზენია”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი