ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდებს ქართულ ენისა და ლიტერატურას აბარებენ. მათ გამოცდისთვის 4 საათი და 15 წუთი აქვთ.

აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს ყურადღებით დააკვირდნენ საგამოცდო ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და დაიცვან გამოცდაზე მოქცევის წესები.

წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, აქედან 9 თბილისშია. საგამოცდო ცენტრები,  ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში,  ფოთში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავში და ხულოშია გახსნილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 – მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 – ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 – ზე მეტი პედაგოგი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი