„Check in Georgia“-ს ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში კიდევ 8 კონცერტი ჩატარდება

„Check in Georgia“-ს რეგიონული კონცერტების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 8  კონცერტი ჩატარდება, პროექტის ფარგლებში ორი კონცერტი ფოთსა და ზუგდიდში უკვე ჩატარდა.

შემდეგი კონცერტები ზუგდიდში 15 ივლისს, 12 აგვისტოს და 4 სექტემბერს ჩატარდება, ფოთში პროექტის ფარგლებში კონცერტები 23 ივლისს, 20 აგვისტოს და 6 სექტემბერს გაიმართება, მესტიაში კი კონცერტები 30 ივლისს და 14 აგვისტოს შედგება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, „Check in Georgia“-ს ფარგლებში 10-14 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest”გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი