აფხაზეთში, “უცხოელი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ” კანონი მიიღეს. ე.წ. ბრძანებას ხელი, აფხახეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ მოაწერა. აღნიშნული “ბრძანება” ძალაში 2016 წლის პირველი ივლისიდან შევიდა.
“კანონში” ახალი ცვლილების თანახმად უვიზო რეჟიმით მიმოსვლა შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ:
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სახის ექსკურსიით რეგიონში ჩადიან არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა, ბელორუსიის და ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებიც რეგიონში ტურისტული მიზნით ჩადიან არაუმეტეს ორი კვირისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში მიემგზავრებიან არაუმეტეს 5 დღისა, სხვადასხვა სახის გადაუდებელი შემთხვევების მიზეზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გალის და ტყვარჩელის რაიონებში მიდიან ენერგო ობიექტებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად.
“კანონპროექტის” ავტორი ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციია.
პირველი აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი ქვეყნები, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ ოსეთი, ნიკარაგუა და ტუვალუ არიან.