ევროპის 16 წლის ჩემპიონს გუბერნატორი შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი კრივში ევროპის ჩემპიონს ლექსო ხასაიას და მწვრთნელს გაგა თოდუას შეხვდა. ლევან შონიამ ლექსო ხასაიას, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ახალგზარდა სპორტსმენი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მას საკუთარი საცხოვრისი არ აქვს და ამიტომაც მწვრთნელთან ცხოვრობს. გუბერნატორი ახალგზარდა სპორტსმენს დახმარებას დაჰპირდა:

„შენ არ უნდა ფიქრობდე სხვა ყოფით პრობლემებზე ამაზე ჩვენ ვიფიქრებთ, შენ არ გექნება ბინის პრობლემა, ეს საკითხი დევნილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით მალე გადაიჭრება, გარდა ამისა ჩვენ ვიზრუნებთ კიდევ ბევრ წვრილმან დეტალზე რათა შენ გქონდეს მეტი საშუალება უკეთ ივარჯიშო, შენი ერთადერთი საზრუნავი დღეიდან ვარჯიში და მეტი სპორტული მომზადებაა, შენ ხარ ძალიან მონდომებული ბიჭი და მიაღწევ ბევრ წარმატებას“ – აღნიშნა შეხევდარზე გუბერნატორმა.

ზუგდიდის მერია ლექსო ხასაიას მოპოვებული გამარჯვებისთვის პრემიის სახლით 1200 ლარს ჩაურიცხავს და ხეფასს დაუნიშნავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი