ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ საქართველოს ელჩს, იმ მოხალისეებისთვის დაბრკოლებების გამო, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება, მისი არამორალური პოზიციისთვის სანქციებთან დაკავშირებით,”- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი