აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდება

აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდება. დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც აფხაზეტში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება – არჩატარებას ეხებოდა არ შედგა.

აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში ამომრჩევლის 1, 23 % – მა მიიღო მონაწილეობა. რაც 1628 ადამიანს უდრის, ე.წ. რესპუბლიკაში კი სულ 133 207 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერენდუმი არ შედგა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი