ზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ზუგდიდში კარატეს საერთასორის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის, სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს. გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული პირველ ასაკობრივ ჯგუფში – თბილისის კლუბი „ალიგატორი“ გახდა, მეორე ასაკობრივ ჯგუფში კი პირველი ადგილი სამეგრელოს გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.

კარატეს საერთშორისო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციაა.

კარატეს საერთასორისო ტურნინირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირს საპატიო სტუმრები იყვნენ ცნობილი ზუგდიდელი კარატისტები ინგა შეროზა და გოგიტა არქანია.

კარატეს საერთაშორისო ტურნირი ზუგდიდში წელს პირველად ჩატარდა და ორგანიზატორების განცხადებით, ის ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.

კარატეს საერთასიორისო ტურნირი ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მიმდინარე წელი რეგიონში ახალგზარდობის წლად გამოაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი