საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის თქმით, საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება.

„მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი