გარკვეული უწყებების თანამშრომლების ხელფასები იზრდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულების ხელფასები 20%-ით იზრდება.

“თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით, ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 000 000 ლარი.

ჩვენ გახსოვთ რომ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები, 2023 წლის იანვარში ასევე გაგრძელდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვყავით ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასი 20%-ით გაიზრდება იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, პოლიციელებისთვის ქალაქის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი