ანაკლიის “მომავლის ბანაკი” დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გბელაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ბანაკის დამსვენებლებმა სხვადასხვა ცეკვები და სიმრერები შეასრულეს, ასევე გამოვლინდა ბანაკის ლიდერები. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
პირველ ნაკადში წელს 288 მოსწავლე მოხვდა. წელსვე ანაკლიაში მოზარდების კიდევ 7 ნაკადს ელიან.