სპორტის მინისტრმა ზუგდიდსა და რიყეში სპორტსმენებს საჩუქრები გადასცა

მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ზუგდიდსა და სოფელ რიყეში სპორტული ობიექტები მოინახულა და სპორტსმენებს შეხვდა.

სამეგრელოს სპორტულ სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცა საჭირო სპორტული ინვენტარი. მინისტრი, მაოდგილეებთან ერთად, რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო. სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ უმასპინძლეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ინვენტარით აღიჭურვა თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სპორტული ობიექტი და საჯარო სკოლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი