საქართველოს მოქალაქეებისთვის, დიდ ბრიტანეთში, აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, ვიზის მიღების ვალდებულება შემოიღეს – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიერა, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV).

“აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი