გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატებს 23 ივლისს სამეგრელოში წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ხვალ 23 ივლისს, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სამეგრელოს რეგიონში წარადგენს.

”ქართულ ოცნებას“ სამეგრელო-ზემო სვანთში მაჟორიტარობის 8 კანდიდატი ეყოლება. კანდიდატების წარდგენა ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე 19 საათზე გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი