დღეიდან (26 ივლისი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მდებარეობს საქართველოს 10 ქალაქში: ზუგდიდი, ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო და თელავი. მედიაცენტრების გახნის ცერემონიალზე შეკრებილებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი, დაგლას ბოლი ვიდეომიმართვით მიესალმება.
“მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ასევე ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების სააერჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. არჩევნების დღეს მედიაცენტრებში ჩატარდება: ბრიფინგები დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის” – ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცეტრების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მედიაცენტრები ორსაბათიდან-შაბათის ჩათვლით 10-დან 19 სააათამდდე იმუშავებენ. არჩევნების დღეს მედიაცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრდე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის ბოლომდე.
მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში”