ხობში მიწისძვრა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები სოფელ პირველ ხორგაში 6:05 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მიწისძვრის სიმძლავრე 4,1 მაგნიტუდას შეადგენდა.

ხობის გამგებლის გოჩა ქაჯაიას ინფორმაციით, მიწისძვრას მუნიციპალიტეტისთვის რაიმე სახის ზიანი არ მიუყენებია.

ხობის გარდა მიწისქვეშა ბიძგები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაშიც დაფიქსირდა, მისი სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ზედა აჭყვაში მიწისძვრა 05:27 საათთზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ასევე დაფიქსირდა სოხუმთან ახლოს ზღვის ფსკერზე, აქ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა, შემთხევვა შავ ზღავში 06:05 საათზე მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი