“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მომავლისთვის დადებითი როლის შესრულება სურს, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.
“თუ სალომეს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და ის თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მას შეუძლია პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზურაბიშვილისადმი მიმართვის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არ შევა შეფასებაში რამდენად სწორი ან არასწორი იყო ამ საკითხის წამოწევა.
“რა საკითხებს დასვამენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები და მაღალი თანამდებობის პირები, ეს მათი გადასაწყვეტია, შეფასებაში მე არ შევალ – რამდენად სწორი იყო ამ კითხვის დასმა,” – აღნიშნა “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.