მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც, ტრადიციულად, ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს იმართება, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ პარლამენტის შიგნით. როგორც უკვე ამის შესახებ გქონდათ ინფორმაცია, პირველი – ეს იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი