„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ – დახურვის ღონისძიება ფოთში

ფოთში პროექტის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა მოესმინა ანგარიში კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ და სამომავლო რეკომენდაციები.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანს E60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 24 შეხვედრა როგორც მსუბუქი, ასევე სატრანზიტო და მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის მძღოლებთან, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები და ხატვის კონკურსების გამარჯვებულები, შედგა სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

კამპანიას „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერით შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად ახორციელებდა.

ღონისძიებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი, ადგილობრივი ხელისუფლების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი