რესპუბლიკელი მინისტრების გადადგომამ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გამოიწვია. ახალი მინისტრები საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილის ნაცვლად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად, ამავე უწყების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნა.
ქეთევან ციხელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია. ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი.