ზუგდიდის გამგებელის გადადგომის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

ედიშერ თოლორაიას მოთხოვნა გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომა დეპუტატებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ედიშერ თოლორაია ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს შესაბამისი განცხადებით, გუშინ 9 აგვისტოს მიმართა.

ედიშერ თოლორაიას გადადგომა საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდიატია პარტია “ქართული ოცნებიდან”. ედიშერ თოლორაია გამგებლად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მანამდე კი ის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი