ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ადგილობრივმა ფერმერმა, ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა. ფერმერი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
თხილის ახალი ბაღი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან ერთად ზაზა გვათუას თხილის ბაღი დაათვალიერა.
სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 224 ჰა ფართობზე გაშენდა. ხეხილის ახალი ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 7,4 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.