ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურში

ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილი ხე-ტყის მოპოვება-რეალიზების ლიცენზიას ითხოვს. ადგილობრიები დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ოფისში შეიკრიბნენ, სადაც მათსა და სამსახურის უფროს შორის შეხვედრა ხმაურის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა.

“ორი წელია გაჩერებულები ვართ, სექტემბერში შვილები სკოლაში ოგორ გავუშვათ არ ვიცით, პურის ფული აღარ გვაქვს, მოგვცენ ლიცენზია, ან დაგვასაქმონ, ამის მეტი სხვა შემოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია”, – აცხადებენ სვანეთის მცხოვრებლები.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აუქციონების გამოცხადება დაწყებულია და ასევე გამოყოფილია სოციალური ტყეკაფები.

“პროცესის დაჩქარების მიზნით სხვადასხვა სამუშაოები წარმოებს. რაც შეეხება ზედამხედველობის პოსტს, ზედამხედველობის სამსახური გეგმიურად აგრძელებს შემოწმებებს”, – განმარტავს თორნიკე გვაზავა.

რამენიმე საათიანი კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სააგენტოს რეგიონულ სამსახურში შეკრებილი მოსახლეობამ პროტესტი შეწყვიტა, თუმცა მათი განმარტებით, 21 აგვისტოს ლატალში დიდი შეხვედრა გაიმართება, სადაც სამსახურის ხელმძღვანელიც არის მიწვეული და იქ გადაწყდება, თუ რას აპირებენ სამომავლოდ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი