სოხუმში ე.წ. ძალოვნებმა გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ აბხაზია“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება, რეიდები გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ჩატარდა, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა უცნობი პირების მიერ მოწყობილი ორი სამალავი.
“სპუტნიკ აბხაზიას” ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური სამალავების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული საბრძოლო მასალა.