ბურჭულაძის პარტიის 50-მდე ფოთელმა წევრმა “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობის 50-მდე ფოთელმა წევრმა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ განაცხადა, რომლის თქმით, მისთვის და მისი გუნდისთვის “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან თანამშრომლობა მიღებელია.

,,დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებსა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მითუმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან და იმ ადამიანებთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას, ვისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჭურღულიამ.

მისივე თქმით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი