სტრიტბოლი ზუგდიდის სკეიტპარკში

ზუგდიდის სკეიტპარკში ქუჩის კალათბურთი (სტრიტბოლი) ტარდება. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“.

ღონისძიების მეორე ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები. სტრიტბოლს მუსიკალურად აფორმებს დიჯეი, წარმოდგენილია სპორტული ცეკვები, სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებები.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეგრელოს ახალგაზრდული საკრებულოების წარმომაგენლები ესწრებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი