ფოთში დღეს “ფაზისობა” აღინიშნება

ფოთში დღეს, 6 სექტემბერს “ფაზისობის” დღესასწაული აღინიშნება. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით საპორტო ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

გთავაზობთ “ფაზისობა 2016”-ის ღონისძიებების პროგრამას:

17:00 ისტორიული ექსკურსია ფოთის თემაზე – ცენტრალური პარკი

18:00 ღონისძიების ოფიციალური გახსნა – ფოთის თეატრის ფოიე

19:00 მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში

18:00 -19:30 სამეჯლისო ცეკვების კონცერტი – რუსთაველის რკალი

17:00 -21:00 ფოლკლორული კონცერტი – ცენტრალური პარკი

17:30 -20:00 თანამედროვე მუსიკის კონცერტი – სცენა “ნიჟარა“

17:00-21:00 ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების და ხელთნაკეთი სუვენირების გამოფენა გაყიდვა – ცენტრალური პარკი

18:30-23:00 ფოთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა

18:45 ახალგაზრდა შემოქმედთა ნაწარმოების წარდგენა

19:30 ბალეტი “მედეას სიზმარი“ ვიდეო ჩვენება

21:00 კონცერტი ჯგუფი “ბანის” და სუხიშვილების მონაწილეობით

17:00 -20 :00 ნარდის მინი ჩემპიონატი – ცენტრალური პარკი

19:00- 20:00 ველორბოლა ახალი რაიონის პარკი

19:00 -20:00 სპორტული ესტაფეტა სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის – (შუქურა -ხიდი პარკი)

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ცენტრალურ პარკში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი