ლაშა გვასალია ჯიხაშკარის ინციდენტში მონაწილე პირებზე: “ეტყობა, ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ცენტრალური შტაბის უფროსი ლაშა გვასალია სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი არ გაკვირვებია და მომავალში მსგავსი ინციდენტების განმეორებას არ გამორიცხავს.

როგორც გვასალია “Newsportal.ge”-სთან საუბრისას აღნიშნავს, აქვს ინფორმაცია, რომ ინციდენტშ მონაწილე ორი პირი მმართველი გუნდის მხარდამჭერია, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ისინი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები არ არიან.

„როგორც მითხრეს, ეს იყო პროტესტი იმ ხალხისა, რომელსაც „ნაც.მოძრაობა“ 9 წლის მანძილზე აწვალებდა და აწუხილებდა. თავისთავადია, ბუნებრივი რეაქცია იყო და არ უნდა გაუკვირდეთ „ნაცებს“ და საზოგადოებას, შეიძლება ისევ განმეორდეს მსგავსი რამ, ვეცდებით, რომ არ მოხდეს, მარა ბუნებრივია მოხდება კიდევ, იმიტომ რომ ამათ დააავიწყდათ, რომ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ხალხს, ხალხს კი ეს ახსოვს. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რაც მოხდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამნაშავე რეჟიმი, პარტია, რომელიც იმსახურებს სწორედ ასეთ რეაქციას საზოგადოების მხრიდან. როგორც მითხრეს, იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, შტაბში რომ დავბრუნდები გავარკევ, თუმცა როგორც ვიცი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არ არიან. მათავარი ერთი რამაა, ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს „ქართულ ოცნებას“ მხარს. იმის გამო რომ ჩენი მხარდამჭერები არიან, არ აქვთ უფლება პროტესტის გამოხატვის? არიან ჩვენი მხარდამჭერები ეტყობა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუმცა მაინც მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან“, – აცხადებს გვასალია.

შეგახენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხვედრაზე სოფელ ჯიხაშკარში დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე პირი, მათ შორის ზემოთხსენებული ბერდია კუკავა კანდიდატის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მას “ორგანოებით მოვაჭრე” უწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი