რულოვსის ბრალდებები მოსახლეობის ზეწოლაზე და ხელისუფლების პასუხი

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სნდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც სოფელ გრიგოლიშში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე კანდიდატმა აღნიშნა, ხელისუფლება სოფლის მცხოვრებლებს დაემუქრა, რომ თუ ოპოზიციონერ კანდიდატთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, გრიგოლიშში დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდებოდა.

„შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს იმიტომ არ ხდება, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ“, – განაცახადა რულოვსმა.

ზუგდიდის გემგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია კანდიდატის ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

“ქალბატონი სანდრა სხვა სოფლებშც იყო შეხვედრებზე, თუმცა არსად დაწყებული პროექტები არ შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვირაცის ფანტაზიის ნაყოფია. ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია მივა ბოლომდე დათქმულ ვადებში, შეუფერხებლად”, – განაცხადა წოწერიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი