გუბერნატორმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სამეგრელო-ზემოს სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა, ლევან შონიამ რეგიონის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. გუბერნატორის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მოსწავლეებს სწავლა განახლებულ სკოლებში უწევთ. ლევან შონია ასევე სკოლამდელ აღსაზრდელებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა  მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

გუბერნატორის მილოცვას ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს:

„ჩემო ძვირფასებო – მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებს, რომლეთა ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება. მინდა თითოელ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. თქვენ, ვინც დღეს სკოლაში წახვედით  გახსოვდეთ, რომ  ხართ ქვეყნის მომავალი და სამშობლოს ყველაზე მეტად თქვენი განათლება წაადგება.

მოსწავლეებთან ერთად ეს დღე გასაკუთრებულია მასწავლებლებისთვის, თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო დღვანდელი დღე და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურო. თქვენ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ განათლებული თაობის აღზრდის საქმეში.

სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელებს და მასწავლებლებს.

ხელისუფლება დღეს ისე დგას მოსწავლის და მასწავლებლის გვერდით, როგორც არასდროს აქამდე. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო, პირველკლასელებს გადაეცათ კომპიუტერები. მოსწავლეები უფასო სასკოლო ავტობუსებით სარგებლობენ.

წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარემონტდა და აღიჭურვა არაერთი სკოლა, აშენდა და კეთილმოეწყო საბავშო ბაღები. ეს პროცესი უფრო გაძლიერებულად გაგრძელდება, რადგან მთავრობისთვის პრიორიტეტულია განათლება და მისი ხელმისაწვდომობა. სხავადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 200-ზე მეტ სკოლას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაიხარჯა 25 მილიონ ლარამდე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებულად მინდა ეს დღე ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მივულოცო!“, – ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი