“ქართული ოცნების” ლიდერებმა წინასაარჩევო შეხვედრა ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში გამართეს. შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა იმ პოროექტებზე ისაუბრეს რის განხორცილებასაც, გამარჯვების შემთხევევაში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავენ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრას, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან ირაკლი ხახუბიასთან ერთად, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე და ზვიად ძიძიგური ესწრებოდნენ.